logo
ENG



დმანისში ენმ-ს მხარდამჭერების დაჭრის საქმეზე ოცნების მაჟორიტარის შვილს პატიმრობა შეეფარდა

24 სექ 202116:33
3 წუთის საკითხავი
 

დმანისში, ენმ-ს მხარდამჭერების დაჭრის საქმეზე ოცნების მაჟორიტარის მიხეილ დათუაშვილის შვილს, დავით დათუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

დათუაშვილის ადვოკატის თქმით, ბრალდებული ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დაჭრის ფაქტს აღიარებს, მაგრამ ძალადობის პოლიტიკურ მოტივს უარყოფს. მას ბრალი ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აქვს წარდგენილი. 

22 სექტემბერს, დმანისში, სოფელ განთიადში მოქმედ მერს - გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაჭრილია ორი ადამიანი. 

შსს-მ გამოძება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.


close დახურვა