პოლიტიკური დევნის, ხმაურისა და სისხლიანი თავდასხმის ეპიცენტრი იყო დღეს ქვემო ქართლი, დმანისი წინასაარჩევნოდ ისევ ცხელი ზონაა - ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატის მხარდამჭერები ქართული ოცნების ოფისთან სიახლოვეს დაჭრეს. დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ხელს ოცნების კანდიდატის შვილს ადებს. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გიორგი ტატუაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ განთიადის მოსახლეობას ხვდებოდა.
დმანისში ოპოზიციის კანდიდატსა და მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ
21 სექ 202120:03
3 წუთის საკითხავი