"მე ისინი მძულს", - წერს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ტელეგრამზე. როგორც მედვედევი ამბობს, მას ხშირად ეკითხებიან, რატომაა მისი განცხადებები მკვეთრი.
"ვპასუხობ - მე ისინი მძულს. ისინი ნაძირალები არიან. მათ ჩვენი, რუსეთის სიკვდილი სურთ. და სანამ მე ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაქრნენ", - დაწერა მან.
რუსეთის ყოფილ პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს ტელეგრამზე თითქმის 400 თასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
დიდი ალბათობით, "ისინი" უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთია, რადგანაც მედვედევმა ტელეგრამი ომის დაწყების შემდეგ გააკეთა და ძირითადად სწორედ რუსეთის აგრესიის გამართლებას ცდილობს.