რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე სარაკეტო იერიში რამდენჯერმე მიიტანეს. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
მისი თქმით, თავდასხმას სერიოზული ნგრევა მოჰყვა, მაშველები ადამიანებს ნანგრევებში ეძებენ.
"გვაქვს სერიოზული ნგრევა. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ და ადამიანებს ეძებენ"- ამბობს ის.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის ნიკოლაი ლუკაშუკის თქმით, თავდასხმა იყო დნეპროს რეგიონზეც. მისივე თქმით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.