logo
ENG



დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა

11 აგვ 202211:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/11/0sdssp9gwdbwmuq.jpg

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, მათ შორის 13 წლის გოგონა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა, ღამით უკრაინის ცენტრალური დნეპროპეტროვსკის რეგიონი  დაბომბეს.

დნეპროპეტროვსკის გუბერნატორმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ თქვა, რომ ასზე მეტი რუსული რაკეტა ჩამოვარდა რეგიონის ოთხ რაიონს, ნიკოპოლში, ჩერვონოჰრიჰორივსკაში, კრივორიზკაში და სინელნიკში. დაზიანდაა ათობით შენობა და ათასობით მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მისი თქმით, სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ.

დნიპრო, რეგიონის უდიდესი ქალაქი, ასევე სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა, მაგრამ ზარალის ზომა ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა