დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ცნობით, რუსული ძალები ქალაქს რაკეტებით ბომბავენ. ფილატოვი მშვიდობიან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
"გთხოვთ თავშესაფრებში დარჩეთ. კერძო სახლებზე რაკეტების ჩამოვარდნის ფაქტები უკვე დაფიქსირდა. დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ. ოფიციალურ ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციისგან ველოდებით," - განაცხადა დნიპროს მერმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.