logo
ENG



დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

15 იან 202310:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/15/g7ya75kj221bu03.jpg

დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

რეზნიჩენკო ამბობს, რომ 40 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია. არ შეცვლილა გადარჩენილების რიცხვი - ნანგრევებიდან 38 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია. დაჭრილია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი.

კვლავ გრძელდება სამაშველო-საძიებო სამუშაოები, საშიში კონსტრუქციების დემონტაჟი.

უკრაინის განცხადებით, დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს რუსული რაკეტა X-22 მოხვდა, რომელიც ზღვაში ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფის განადგურებისთვის არის განკუთვნილი. მათივე განცხადებით, უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემა ასეთ რაკეტას ვერ ჩამოაგდებს.


close დახურვა