logo
ENG



დნიპროში კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

15 იან 202312:46
3 წუთის საკითხავი
 

დნიპროში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი მიკოლა ლუკაშუკი ავრცელებს.

მისი ცნობით, დაშავებულია 73 ადამიანი, მათგან 14 ბავშვია. ადგილზე მაშველები აგრძელებენ მუშაობას, გრძელდება ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და მოსახლეობის ამოყვანა.

ლუკაშუკის თქმით, მაშველებმა 38 ადამიანი გადაარჩინეს, იძებნება კიდევ 35 ადამიანი.

„21 დაღუპული, 1 ბავშვი. 73 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14 ბავშვი. 38 ადამიანი გადავარჩინეთ, მათ შორის 6 ბავშვი. 35 ადამიანს ვეძებთ. მაშველები მუშაობენ. ჯოჯოხეთში დაიწვით რუსო მკვლელებო“ - წერს ლუკაშუკი.

14 იანვარს დნეპროპეტროვსკის ქალაქ დნიპროში რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ იპოვიან ყველას „ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა მაქსიმალურად აგებს პასუხს“.

 

close დახურვა