მოლდოვას ექსპრეზიდენტი, პრორუსი იგორ დოდონი მიიჩნევს, რომ მოლდოვას ხელისუფლებამ მაგალითი საქართველოსგან უნდა აიღოს, რომელმაც უარი თქვა რუსეთთან ურთიერთობები გაეწყვიტა. დოდონმა ამის შესახებ ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
"ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს რუსეთთან თავისუფალ ექსპორტზე და იმ პირობებში, როდესაც დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა, სცადოს მიაწოდოს ჩვენი საქონელი იქაც, და იქაც, როგორც ამას საქართველო აკეთებს. ეს ჩვენი ეკონომიკის ზრდას გამოიწვევდა", - თქვა დოდონმა.
"ხელისუფლების განცხადება, რომ დსთ-ს შეთანხმებები უნდა გაუქმდეს, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციის კურს - ტყუილია. განცხადებები, რომ ეს ხელშეკრულებები უნდა გაუქმდეს, რადგან არ მუშაობს - კიდევ უფრო დიდი ტყუილია. დსთ-სთან ხელშეკრულებების გაუქმება დამატებით მძიმე, შესაძლოა, საბედისწერო დარტყმაც იყოს მოლდოვის ეკონომიკისთვის, სოფლის მეურნეობასა და მრეწველობისთვის", - განაცხადა დოდონმა.
დოდონი მოლდოვას პრეზიდენტი 2016-2020 წლებში იყო. იგი პროევროპელმა მაია სანდუმ შეცვალა.
დოდონს ბრალი ედება პასიურ კორუფციაში, კრიმინალური ორგანიზაციისგან დაფინანსების მოპოვებაში, უკანონო გამდიდრებასა და ღალატში. კერძოდ, გამოძიება მიიჩნევს, რომ მან 2019 წელს ქრთამი მიიღო მოლდოველი ოლიგარქისგან ვლადიმერ პლაჰოტნიუკისგან.