logo
ENG



დოკუმენტების თანახმად, შალვა თადუმაძემ არარსებულ უნივერსიტეტში ისწავლა

08 ოქტ 201917:52
3 წუთის საკითხავი
 
qrb5n1cfx1nmfvn.jpg

თადუმაძის იურიდიული განათლება ამ დრომდე სადავო და გაუგებრობებით მოცულია. მის მიერვე წარდგენილი დოკუმენტებით, შალვა თადუმაძე სტუდენტი 15 წლის ასაკში გახდა. 1993 წელს ჩააბარა „თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის" იმ ფაკულტეტზე, რომელიც, სინამდვილეში, იმ დროს არ არსებობდა და ერთი წლის შემდეგ შეიქმნა.

"ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ორი მილიარდერის ოჯახი და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი" - ეს თადუმაძემ გენერალურ პროკურორად არჩევის დროს განაცხადა. 

მილიარდერების ადვოკატობა სამოქალაქო სექტორს და ოპოზიციას უვადო მოსამართლისთვის საკმარის კვალიფიკაციად არ მიაჩნია. 

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა 7 ოქტომბერს განახლდა. შალვა თადუმაძეს კანონმდებლები 9 ოქტომბერს მოუსმენენ.

 

 

 


close დახურვა