logo
ENG



დოლარი ჯიხურებში 3.38-3.40 ლარი ღირს, ბანკებში კი - 3.43-3.44

23 მარ 202017:08
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის პარალელურად, ეროვნული ვალუტა გაუფასურების ახალ ანტირეკორდებს ამყარებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება 3.2389 ლარი გახდა, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.1880 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0509 ლარი შეადგინა. 1 ევრო ხვალ 3.4578 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.4230 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კრუსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0348 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, აქ ერთი დოლარის ღირებულება 3.43-დან 3.44 ლარამდე მერყეობს, ევროს ფასი კი, 3.69-3.73 ლარია.

უფრო კონკრეტულად, „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 3.4310 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 3.2300 ლარად. 1 ევროს ყიდვა 3.6930 ლარად შეგეძლებათ, გაყიდვა - 3.4590 ლარად.

„თიბისი ბანკში“ ერთი აშშ დოლარის ყიდვა 3.4300 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 3.2500 ლარად. ევრო 3.7040 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.4840 ლარად შეგიძლიათ.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 3,4400 ლარს შეადგენს, ხოლო მისი გაყიდვა 3,2300 ლარად არის შესაძლებელი. ევროს ფასი 3,7370 ლარია, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 3,4600 ლარს მიიღებთ.

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ღირებულება 3.38-3.40 ლარია, ევრო კი, 3.63-3.66 ლარი ღირს.


close დახურვა