logo
ENG



დოლიძე: კანონგარეშე ჯგუფების მხრიდან მუქარისა და გინების ფაქტები დაფიქსირდა

14 აგვ 202012:31
3 წუთის საკითხავი
clock 354

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ მასზე განხორციელებული მუქარის ფაქტებზე ისაუბრა. განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. დოლიძის თქმით, 13 აგვისტოს, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მას ძალადობით დაემუქრნენ.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, მას აგრესიული ჯგუფები ეუბნებოდნენ, რომ ხალხთან შეხვედრის უფლებას არ მისცემდნენ.

"ვატარებდით კარდაკარს აღმაშენებლის გამზირსა და წერეთელზე და წავაწყდით შემზარავ ფაქტებს - ზეწოლის, გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ჩემზე და ჩემს აქტივისტებზე. კარგად დაორგანიზებული, კანონგარეშე მყოფი ჯგუფები, რომლებიც არიან ქუჩაში და სავარაუდოდ, არიან ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, პირდაპირ აგრესიულად მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რომ ხალხთან შეხვედრის უფლებას არ მოგვცემდნენ. შიშის ზონები შექმნილია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" გარდა, დიდუბე-ჩუღურეთში ვერავინ ჩაატაროს კამპანია", - აღნიშნა დოლიძემ.

მისი თქმით, ყველა მსგავსი ფაქტი აღირიცხება და თითოეული მათგანი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

დოლიძის კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მმართველი გუნდიდან გია ვოლსკი იქნება. 


close დახურვა