იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილის დანიშვნა შეაფასა.
როგორც დოლიძემ გადაცემაში განაცხადა, კიკილაშვილმა ე.წ. კლანის დავალება წარმატებით შეასრულა და სწორედ ამიტომ ის დააწინაურეს, ასევე დოლიძის თქმით, კიკილაშვილი თანამდებობისთვის არაკვალიფიცირებული კადრია.
„ხვიჩა კიკილაშვილი არის ქალაქის მოსამართლე პირველი ინსტანციის მოსამართლე, ანუ ისმის კითხვა რატომ, როგორ ხვდება ესეთი ადამიანი ესეთ მაღალ თანამდებობაზე, იმიტომ რომ მისგან კლანი დავალებულია. შარშან ის სახელდახელოდ გადაიყვანეს სააპელაციო სასამართლოში, ამით მას შეუქმნეს ბიოგრაფია, მან კარგად გაართვა თავი ერთ ფუნქციას, ეს არის გიორგი მიქაუტაძის გამოყვანა იმ საშარო სიტუაციიდან, სადაც მიქაუტაძე იყო, როდესაც საქმე გვქონდა დანაშაულის ჩადენასთან. ხვიჩა კიკილაშვილმა კარგად გაართვა თავი ამ დავალებას შესაბამისად ის დაწინაურდა. წარმოიდგინეთ, კოვიდ 19-ის სიტუაციას, რომ მართავდეს ხალხი, რომელსაც არცერთი პაციენტი არ გამოუჯანმრთელებია, რატომ ვაბარებთ ჩვენი სახელმწიფოს უზენაეს ორგანოს ადამიანს რომელსაც ახლოსაც არ გაუვლია ამ კვალიფიკაციასთან, იმიტომ რომ ეს ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებია“,-განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩია.