logo
ENG



დოლიძე: ჯანეზაშვილმა გუშინ აღიარა, რომ დანაშაულს ფარავდა

20 ივნ 202015:39
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი დანაშაულს ფარავდა და მხოლოდ ახლა დაიწყო ამ თემაზე საუბარი.

დოლიძის თქმით, ეს არის ბინძური სქემა, რომლის მთავარი ამოცანაც მისი დაზიანებაა.

„ნაზი ჯანეზაშვილმა გუშინ აღიარა, რომ ის დანაშაულს ფარავდა და მხოლოდ დღეს და გუშინ დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი. რატომ? რატომ ეხმაურება ამას სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2 წელია ჩუმად არის. ლამის ფიზიკურად გამისწორდნენ მე იუსტიციის საბჭოში და მაშინაც სასამართლოზე თქვა, რომ მე არ მაქვს უფლება ჩავერიო. 

გუშინაც რომ მივმართე სალომე ზურაბიშვილს, იმაზეც არაფერი იმიტომ, რომ ეს არის ბინძური სქემა, რომლის მთავარი ამოცანაა შედარებით ის პირები რომლებსაც შეუძლიათ ეს ორმეფობა დაასრულონ, რაღაცნაირად დააზიანონ“, - აცხადებს ანა დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ანა დოლიძის მიერ პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შემდეგ, ნაზი ჯანეზაშვილი კოლეგას იუსტიციის საბჭოს დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ჯანეზაშვილი ანა დოლიძეს ახსენებს, თუ როგორ დაინიშნა ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - მისი თქმით, დოლიძის დანიშვნაც კი უკანონო იყო.


close დახურვა