logo
ENG



დოლიძე ბიბლიოთეკის დაწვაზე: ეს იყო მეხუთე კოლონის გაკეთებული აქტი

20 აპრ 202013:34
3 წუთის საკითხავი
 
o0tt16ajk9ulry4.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დაწვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ იდეებთან ბრძოლა შეიძლება მხოლოდ უკეთესი იდეებით.

„ბიბლიოთეკის დაწვა მიმაჩნია ბარბაროსობად და საქართველოს პირდაპირ მტრობად. სულერთია ვისია. სააკაშვილის და მისი პარტიის კრიტიკოსი ჩემზე ადრეული იშვითად მოიძებნება, თუმცა ბიბლიოთეკასთან ამას კავშირი ვერ ექნება. იდეებთან ბრძოლა შეიძლება მხოლოდ უკეთესი იდეებით, წერტილი. წარმოიდგინეთ რომელიმე უცხოური გამოცემების სათაურები "საქართველოში ბიბლიოთეკებს წვავენ." ეს იყო მეხუთე კოლონის გაკეთებული აქტი. ველი უმკაცრეს რეაგირებას“, - წერს დოლიძე.

 

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ. დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: სააკაშვილი ბიბლიოთეკის დაწვას ეხმაურება. 

 


close დახურვა