logo
ENG



დოლიძე ლომჯარიაზე: ყველაზე სავალალო პროცესს, ეს წარდგინება ვერაფერს გაუკეთებს

11 ნოე 201917:12
3 წუთის საკითხავი
 
djv8x6da1cdbhoe.png

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. შესაბამისი სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ კანდიდატების შერჩევის არსებული წესი ქვეყნის კონსტიტუციის 3 მუხლს ეწინააღმდეგება.

სახალხო დამცველს საბჭოს წევრი ანა დოლიძე გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ სახალხო დამცველის სარჩელი დაგვიანებულია.

„გადამწყვეტ ეტაპზე იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ თავიდანვე სახალხო დამცველს თავის პოზიცია დაეფიქსირებინა. მაშინ ეს პოზიცია შეძლებდა, რომ ჩვენ სავალალო 20-კაციან სიამდე არ მოვსულიყავით. დღეს ეს პოზიცია სასარგებლოა, ის კანონს სამომავლოდ დახვეწავს, მაგრამ ყველაზე სავალალო პროცესს, ეს წარდგინება ვერაფერს გაუკეთებს," - განაცხადა დოლიძემ „ფორმულასთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ლომჯარიას თქმით, მისმა უწყებამ ამ საკითხზე სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. როგორც სახალხო დამცველმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, სარჩელი ეფუძნება, როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ეუთოს ოდირის დასკვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით, ასევე მოსამართლეთა შერჩევის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.


close დახურვა