უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაკითხვას ურჩევს. იურისტი ანა დოლიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი იბრძვის. ის რომ საბჭოს 11 - მა წევრმა მისი საბჭოდან გარიცხვას მხარი დაუჭირა ამის დასტურია. ახლა პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს მოექცევა ე.წ მოსამრთელა კლანის და „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ, თუ კონსტიუტუციით იხელმძღვანელებს.
კონსტიტუციის 52-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს. არსებობს, ასევე ორგანული კანონი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ნიშნავს და ათვისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. სადავო სწორედ ეს საკითხია. დღეს იურისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთნ მივიდნენ და ზურაბიშვილს კონსტიტუცია დაუტოვეს.
მიუხედავად იმისა რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუცია რამდენჯერმე გადაწერა, დეპუტატები ქვეყნის უზენაეს კანონს სხვადასხვანაირად კითხულობენ. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ანა დოლიძის გამოწვევის უფლება აქვს. უმცირესობაში ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ როგორც სურს კანონებს ისე იყენებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართვა უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.