logo
ENG



დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ-მა ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

28 თებ 202611:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/28/6ppuje25kh4lxgw.png

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაციის მიზანი ამერიკის მოქალაქეების დაცვა და ირანის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე „მყისიერი საფრთხეების“ განეიტრალებაა.

„ჩვენი მიზანია ამერიკელი ხალხის დაცვა ირანის რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრის გზით. ეს არის სასტიკი ჯგუფი, რომლის მუქარის შემცველი ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს სამხედროებს, საზღვარგარეთ განთავსებულ ბაზებსა და ჩვენს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში," - განაცხადა ტრამპმა ვიდეომიმართვაში.

ტრამპის თქმით, ირანის ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა ძალადობრივ პოლიტიკას და მიზანში იღებდა როგორც ამერიკულ ძალებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები სამხედრო ოპერაციის მასშტაბისა და მიმდინარეობის შესახებ ოფიციალურად არ გავრცელებულა.


close დახურვა