აშშ-ის კოვიდინფიცირებული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უილტერ რიდის სამედიცინო ცენტრს დღეს დატოვებს. ამის შესახებ მან ტვიტერის გვერდზე დაწერა.
"თავს კარგად ვგრძნობ, კოვიდის არ შეგეშინდეთ. ნუ მისცემთ მას უფლებას, თქვენს ცხოვრებას დაეპატრონოს. თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ", - წერს ტრამპი.
I will be leaving the great Walter Reed Medical Center today at 6:30 P.M. Feeling really good! Don’t be afraid of Covid. Don’t let it dominate your life. We have developed, under the Trump Administration, some really great drugs & knowledge. I feel better than I did 20 years ago!
ტრამპის ტვიტის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს მისმა მკურნალმა ექიმებმა. თეთრი სახლის ექიმის, შონ კონლის თქმით, პრეზიდენტს არ ჰქონია სუნთქვის გართულება და არ ჰქონია ტემპერატურა ბოლო 72 საათის განმავლობაში. მათივე ცნობით, ტრამპის ჟანგბადის დონე ნორმაშია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელსაც 2 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტვიტერზე დაწერა:
"ექიმები, ექთნები, Walter Reed-ში მომუშავე პერსონალი საოცრებებს ახდენენ! ბოლო 6 თვის განმავლობაში ამ ჭირთან, კორონავირუსთან ბრძოლაში უდიდესი წინსვლა გვაქვს. მათ დახმარებით თავს უკეთესად ვგრძნობ".
Fox News-თან ინტერვიუს დროს, თეთრი სახლის შტაბის უფროსმა, მარკ მიდოუსმა პრეზიდენტის ამჟამინდელი სტატუსის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ ტრამპს პარასკევ დილით ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა. თუმცა, ახლა ცხელება არ აქვს.
უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრთან ტრამპის მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ და პრეზიდენტი გაამხნევეს.