logo
ENG



დონალდ ტრამპი საზოგადოების წინაშე პირბადით პირველად გამოჩნდა

12 ივლ 202012:52
3 წუთის საკითხავი
clock 214

დონალდ ტრამპი საზოგადოების წინაშე პირბადით პირველად გამოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

დონალდ ტრამპი ვაშინგტონის გარეუბანში სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილ ჯარისკაცებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.

პრეზიდენტის თქმით, ის არასდროს ეწინააღმდეგებოდა პირბადის ტარებას, თუმცა მიაჩნია, რომ მათ თავისი დრო და ადგილი აქვთ.

ბოლო 24 საათში შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევების მორიგი რეკორდული, 70 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 


close დახურვა