შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს აფრთხილებს, რომ ჰონკონგში უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონმდებლობის დაწესებას, ვაშინგტონის მკაცრი რეაქცია მოჰყვება.
კანონპროექტს, რომლის დაწესებასაც ოფიციალური პეკინი, ჰონკონგში გასული წლის არეულობების შემდეგ გეგმავს, დღეს ჩინეთს პარლამენტი განიხილავს. პრე-დემოკრატიული აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ამით ჰონგ-კონგის თავისუფლებებს და ავტონომიას საფრთხე ექმნება.
დღეს დილიდან მეგაპოლისში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მოსახლეობა ჩინეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდება.