დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მარკო რუბიოს დანიშნავს. დაზვერვის გაერთიანებას უხელმძღვენელებს ყოფილი დემოკრატი ტულსი გაბარდი, რომელიც ბოლო ორ წელიწადში ტრამპის აქტიური მხარდამჭერი გახდა.
როგორი იქნება ქვეყნის შიდა პოლიტიკა და საგარეო კურსი- სწორედ ეს საკითხები განიხილეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა გუშინდელი შეხვედრისას. პრიორიტეტულ თემებს შორის კი უკრაინა და ახლო-აღმოსავლეთი იყო. თამარ ჭავჭავაძე გვეტყვის მეტს, არჩეული პრეზიდენტის საკადრო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.