logo
ENG



დონალდ ტრამპის პოსტი დღეს ტვიტერმა პლატფორმიდან დამალა

29 მაი 202019:12
3 წუთის საკითხავი
 
c5v62oculykyjhf.jpg

მინეაპოლისში მიმდინარე არეულობის შესახებ დონალდ ტრამპის პოსტი დღეს ტვიტერმა პლატფორმიდან დამალა. პრეზიდენტის სტატუსი ქალაქში ეროვნული გვარდიის შესვლასა და მოროდიორობის შემთხვევაში დემონსტრანტებისთვის სროლას შეეხებოდა.

კომპანიის შეფასებით, ამით დონალდ ტრამპმა ძალადობის გამართლების შესახებ სოციალური ქსელის წესები დაარღვია. მანამდე კი პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ხელისუფლებას სოციალური ქსელების საქმიანობის რეგულაციის უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

დონალდ ტრამპის გაღიზიანება რამდენიმე დღის წინ „ტვიტერში“, მის მიერ გამოქვეყნებული ორი განცხადების, ფაქტების შემოწმების მაჩვენებლით მონიშვნამ გამოიწვია. 


close დახურვა