logo
ENG



დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მიმდინარე გამოკითხვები საჯარო გახდება

07 ნოე 201909:16
3 წუთის საკითხავი
 
7892aew0ftc9w85.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მიმდინარე გამოკითხვები საჯარო გახდება. მომავალი კვირიდან კონგრესში დაბარებული პირების ჩვენებები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. აღნიშნული ინიციატივა „დემოკრატებს" ეკუთვნით. საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების სერია აქამდე დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

საქმეზე საჯაროდ პირველად, 13 ნოემბერს გამოიკითხება უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩი ბილ ტეილორი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი. გამოძიება „დემოკრატების" ინიციატივით ტრამპი-ზელენსკის სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ დაიწყო. კანონმდებლები ეჭვობენ, რომ პრეზიდენტი ზეწოლას ახდენდა უკრაინელ კოლეგაზე მისი ოპონენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზნით, რითაც მან სავარაუდოდ უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს. 


close დახურვა