logo
ENG



დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა

20 იან 202117:26
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/20/x0thagyudfuzlrm.jpg

დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრი სახლი დატოვეს. ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.

მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობა მისთვის დიდი პატივი იყო. 

აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპი მეოთხე პრეზიდენტია, რომელიც მისი შემდგომი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ ესწრება. ბოლოს ასეთი რამ 1869 წელს მოხდა.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დღეს, 20 იანვარს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. პანდემიისა და შიდატერორიზმის საფრთხის გამო, ცერემონიას 2 000-მდე ადამიანი დაესწრება. ვაშინგტონში უსაფრთხოების დასაცავად 26 000 ჯარისკაცია მობილიზებული.


close დახურვა