შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თურქეთისადმი სანქციები გააუქმა. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც სირიასთან დაკავშირებით თურქეთსა და რუსეთს შორის სოჭში 10-პუტნქტიანი მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული და თურქული სამხედროების ერთობლივ პატრულირებას ითვალისწინებს. რუსეთამდე ცეცხლის შეწვეტის თაობაზე თურქეთი შეერთებულ შტატებს შეუთანხმდა. ვაშინგტონმა ფინანსური სანქციები ანკარას 14 ოქტომბერს დაუწესა.