დონალდ ტრამპმა ილინოისის ყოფილ გუბერნატორს - როდ ბლაგოევიჩს განაჩენი შეუმსუბუქა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ბლაგოევიჩმა, რომელსაც სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ციხე 8 წლის მოხდის შემდეგ დატოვა.
ყოფილი გუბერნატორი კორუფციულ გარიგებებში იყო ბრალდებული. რამდენიმე სხვა საქმის გარდა დამნაშავედ ის ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევნის შემდეგ სენატში მისი ადგილის გაყიდვის მცდელობაშიც სცნეს. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბლაგოევიჩის განაჩენი მეტისმეტად მკაცრი იყო.