logo
ENG



დონბასიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო

02 აგვ 202215:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/02/vd74gijvy8l3x1p.jpg
Ірина Верещук

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით დონბასიდან პირველი მატარებელი  კროპივნიცკიში, კიროვოგრადის რეგიონში, უკვე ჩავიდა. 

"ქალები, ბავშვები, მოხუცები, შშმ პირები. ყველას შეხვდნენ, ყველას დაეხმარნენ."- წერს ვერეშჩუკი.

კიროვოგრადის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი რაიკოვიჩმა განაცხადა, რომ ევაკუირებულ ადამიანებს საერთო საცხოვრებლებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გაანაწილებენ.

"დროთა განმავლობაში, შესაძლოა, კერძო სახლებშიც გავანაწილოთ. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ხალხთან." - თქვა რაიკოვიჩმა.

რაიკოვიჩის თქმით, ამ დროისთვის კიროვოგრადის რეგიონში 90 ათასი მიგრანტი ცხოვრობს და რეგიონს შეუძლია მეტი ადამიანის მიღება.

უკრაინის ხელისუფლების ვარაუდით, დონბასიდან 220 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციაა საჭირო, მათ შორის დაახლოებით 50 000 ბავშვია.

მინისტრთა კაბინეტმა დონბასიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციის შტაბის შექმნის გადაწყვეტილება 29 ივლისს მიიღო. შტაბს ქვეყნის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხელმძღვანელობს.  


close დახურვა