logo
ENG



დონბასში ევაკუირებული ადამიანების სახლებს ძარცვავენ

21 თებ 202215:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/21/0hiy3c7nz8zj0kz.jpg

დონბასში ევაკუირებული ადამიანების სახლებს ძარცვავენ.

ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გაავრცელა. 

დონეცკში გაძარცულია 56 ბინა, მაკეევკში კი - 42. მძარცველები ევაკუირებულთა სიებით ხელმძღვანელობენ. 

ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა ვითარების გამწვავების საბაბით 18 თებერვალს ევაკუაცია გამოცხადეს. 

ევაკუაციის გამოცხადებიდან მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა. გუშინ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ ხელისუფლებამ. 


close დახურვა