ბოლო 24 საათში რუსებმა დონბასში 14-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
სროლების შედეგად დაიღუპა 2 უკრაინელი სამხედრო, დაჭრილია 9, კიდევ ერთმა - საბრძოლო დაზიანება მიიღო.
3 დაჭრილი ჯარისკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სხვების - დამაკმაყოფილებელი.
რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელების მიმართულებით აკრძალული, 122 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემები და 120 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები გამოიყენეს.
ოკუპანტებმა დრონის დახმარებით ჩამოაგდეს 82 მმ-იანი ნაღმებიც.
უკრაინელებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
12 სექტემბერს, ჯერჯერობით, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევები არ აღრიცხულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 59-ჯერ დაარღვია, მათგან 19 შემთხვევაში დაირღვა მინსკის შეთანხმება შეიარაღების შესახებ.
უკრაინა აცხადებს, რომ მათი ჯარისკაცები ოკუპანტებს საკადრის პასუხს სცემენ. დაღუპულია 6 რუსი ჯარისკაცი, დაჭრილია 12.