logo
ENG



დონეცკის ე.წ ლიდერის თქმით, რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი ომის დასრულების მერე გადაწყდება

16 ივნ 202216:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/16/z7411gqm32y8mct.jpg

დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ლიდერი აცხადებს, რომ დონეცკი რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მიიღებენ.

ამის შესახებ დენის პუშილინმა რუსეთის სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედიასთან RIA Novosti-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთთან დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან შეერთებაზე მას შემდეგ მიიღება, რაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება“ - განაცხადა დენის პუშილინმა.

პუშილინმა ასევე განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ ომი წლის დასასრულამდე დასრულდება და რომ „უკრაინა როგორც სახელმწიფო ახლო მომავალში აღარ იარსებებს“.

პუშილინის თქმით, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლები დონეცკის თვითაღიარებული სახელმწიფოს საზღვრებთან გაჩერებას არ აპირებენ. დონეცკის რეგიონის ნაწილს უკრაინა აკონტროლებს

„დასავლეთი უკრაინას ახალ იარაღს აწვდის და დონეცკის რესპუბლიკის სამხედროებს აიძულებს დონეცკის რესპუბლიკის საზღვრებთან არ გაჩერდნენ“  - განაცხადა პუშილინმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

 

close დახურვა