logo
ENG



დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

27 ნოე 202219:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/27/xlgvn8q2rsjibra.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეკცის ოლქის ქალაქ კურახოვოს დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

"რუსებმა კურახოვო დაბომბეს - 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. დაბომბვის შედეგად, 4 სახლი დაზიანდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კურახოვო მტრის ცეცხლის ქვეშ მოხვდა - რუსები თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ურტყამდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ნუ დარჩებით დონეცკის რეგიონში - თქვენს საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აყენებთ!", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა