უკრაინული გამოცემა, The Kyiv Independent დონეცკის ოლქის გუბერნატორ, ვადიმ ფალაშკინზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ ჩასივ იარში რუსეთის თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ფალაშკინის ცნობით, რუსული ჭურვები სახლს და მაღალსართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც 24-დან 38 წლამდე 5 კაცი დაიღუპა. განცხადებაში გუბერნატორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ქალაქი უნდა დატოვოს.
Kyiv Independent-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ჩასივ იარში დაახლოებით 12 000 ადამიანი ცხოვრობდა. 2024 წლის აპრილის მონაცემებით კი ქალაქში დაახლოებით 700 ადამიანი დარჩა.