უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსის თანაშემწის, ოლენა სიმონენკოს თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკის რეგიონში 42 დასახლება რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა.
“ეს მოხდა დღეს, მაგრამ ხვალ შესაძლოა უკრაინელმა სამხედროებმა ეს დასახლებები უკან დაიბრუნონ. ჩვენ გვესმის, რომ სასტიკი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ამ დასახლებებში, ხალხი კი ვინც იქ დარჩა, თავშესაფრებში ან სარდაფებში რჩება,” - განაცხადა სიმონენკომ.
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, რუსული ძალები სამი მიმართულებით მიიწევენ ქალაქ რუბიჟნეს, პოპასნასა და ნოვოტოშკოვსკენ.
“მტერი ქალაქ რუბიჟნეში წინსვლას ცდილობს. მტერთან თავდაცვითი ბრძოლები ნოვოტოშკოვსკესა და პოპასნას დასახლებების მიმართულებით გრძელდება,” - განაცხადა ჰაიდაიმ.