დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში დაბომბვის შედეგად ამიაკმა გაჟონა. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს.
"ბახმუტის რაიონში საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის კვანძები. ეს კვანძები 2014 წლიდან არ გამოიყენებოდა და სარქველები დაკეტილია, მაგრამ ახლა იქიდან ამიაკი თავისით მოედინება. ამიაკის ღრუბელი მოძრაობს ნიადაგის ზემოთ სოფელ მაისკოედან ბახმუტისკენ“- განაცხადა კირილენკომ.
მისივე თქმით, ადგლობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა უსაფრთხოების ზომების მიღების შესახებ უკვე გააფრთხილა.