უკრაინაში დონეცკის რეგიონში, ქალაქ ჩასოვ იარზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ავრცელებს.
9 ივლისს საღამოს, რუსეთმა დონეცკის რეგიონში ქალაქ ჩასოვ იარზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
საცხოვრებელი შენობის 2 შესასვლელი მთლიანად განადგურდა. მაშველები ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ ადამიანებს.
გადაუდებელი სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ნანგრევებში კიდევ 34 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის არის 9 წლის ბავშვიც.