logo
ENG



დონეცკში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა

21 იან 202418:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/21/zyb6it7vdh75am4.png

ოკუპირებული დონეცკის ოლქში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.

რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის მერის, ალექსეი კულემზინის მტკიცებით, თავდასხმა უკრაინულმა მხარემ, გარეუბანში მდებარე ბაზარზე განახორციელა. მომხდარზე კომენტარი უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.

მოგვიანებით ადგილობრივმა ჟურნალისტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც თავდასხმის პერიოდში რუსი სამხედროები ჩანან. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპანტები უკრაინულ სამხედროებს ცეცხლს დასახლებული პუნქტებიდან უხსნიან და მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებენ.


close დახურვა