logo
ENG



დონეცკში საცხოვრებელ შენობაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

10 ივლ 202216:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/10/6ptp8ufg1an092n.jpg

უკრაინაში დონეცკის რეგიონში, ქალაქ ჩასოვ იარზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის გადაუდებელი სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მაშველებმა 5 დაშავებული ადამიანი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

„10 ივლისს 13:00 საათის მონაცემებით, ჩასოვ იარში 5-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა“ - წერია განცხადებაში.

ადგილის ნანგრევებისგან გასუფთავებასა და სამძებრო სამუშაოებში 67 მაშველია ჩართული.

9 ივლისს საღამოს, რუსეთმა დონეცკის რეგიონში ქალაქ ჩასოვ იარზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

საცხოვრებელი შენობის 2 შესასვლელი მთლიანად განადგურდა. მაშველები ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ ადამიანებს.

გადაუდებელი სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ნანგრევებში კიდევ 34 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის არის 9 წლის ბავშვიც.

 

close დახურვა