logo
ENG



დროა: დაუსჯელობით წახალისებული პირები პირდაპირ ეთერშიც არ ერიდებიან ოპოზიციაზე თავდასხმას

19 დეკ 202218:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/19/g4ry1kdkt7ns15h.png

პარტია დროა ეხმაურება ბათუმში ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას და აცხადებს, რომ  სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს.

"პარტია "დროა" სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავად გიორგი კირთაძის განცხადებით, ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწყობილი პროვოკაცია. 

"ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, უკვე ყოველდღიურობა გახდა კრიტიკულად განწყობილი და მათთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობა. მმართველი პარტიის მიერ, დაუსჯელობით წახალისებული ადამიანები დღისით, ქუჩაში, ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც კი არ ერიდებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმას.

მსგავსი პროვოკაციებით "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს თავისუფალი ადამიანების პროტესტისა და ბრძოლის შეჩერებას. მეტიც, ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, საქართველოს კიდევ უფრო მეტი მოქალაქე გაუწევს წინააღმდეგობას "ოცნების" რუსულ, ძალადობრივ მმართველობას."- წერს პარტია დროა.

უცნობმა პირმა კირთაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ცოტა ხნის წინ პირდაპირი ჩართვის დროს მიაყენეს. თავს დაესხნენ ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.


close დახურვა