logo
ENG



დროება თავდაცვის სამინისტროს ბრალდებას პასუხობს

01 თებ 202111:33
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია ფორმულას მანიპულაციაში ადანაშაულებს.

ლაპარაკია გადაცემა დროებაში გასულ რეპორტაჟზე, რომელიც უწყების უკრაინელ პარტნიორზე მოგვითხრობდა.

უმსხვილესი სამხედრო წარმოების უკრაინულმა ქარხანა მოტორ სიჩ-მა თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს. მოტორ სიჩ-ი არაერთ სკანდალში ფიგურირებს, მათ შორის - კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ჩინური კომპანია შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ მოექცა თბილისში მისი პრეზიდენტის ვიზიტამდე 6 დღით ადრე.

“მოტორ სიჩ”-ის დირექტორს კი უკრაინული მედია სხვადასხვა მაქინაციაში ადანაშაულებს, მათ შორის, - სანქციების მიუხედავად რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის შეკეთებასა და მიწოდებაში.

რაც შეეხება, რეპორტაჟში სპეციალისტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ უმჯობესია საქართველომ საბჭოთა ავიაპარკი ნატოს სტანდარტების ტექნიკით ჩაანაცვლოს და რუსეთზე თუნდაც ირიბი დამოკიდებულება შეამციროს: დროებამ ამაზე თავდაცვის სამინისტროს დამატებითი განმარტებებისთვის მიმართა, თუმცა ინტერვიუზე უარი მიიღო. რეპორტაჟში კი სრულად იყო წარმოდგენილი პოზიცია, რომელიც დროებას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტმა მიაწოდა.


close დახურვა