logo
ENG



დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი შემოდგომაზე გაიმართება

14 ივლ 202222:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/14/eod474wt7ve9w55.jpg

დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ ე.წ რეფერენდუმი შემოდგომის დასაწყისში, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველ ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Ria Novosti ავრცელებს

"რეფერენდუმი შემოდგომის დასაწყისში ჩატარდება. მოსალოდნელი თარიღები სექტემბრის პირველი ნახევარია. საბოლოოდ გამოვაცხადებთ, როცა გავიგებთ ჩვენი მზადყოფნისა და ხალხის ჩართულობის დონეს". - აცხადებს დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ე.წ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ვლადიმირ როგოვი

მისი თქმით, რეგიონის მოსახლეობა რეფერენდუმის უმოკლეს ვადაში ჩატარებას ითხოვს. 

"ყველა შეხვედრაზე ხალხი ამბობს, როდის ჩატარდება რეფერენდუმი, რატომ აჭიანურებთ, ჩვენ გვინდა სწრაფად გავხდეთ რუსეთი".- ამბობს ვლადიმირ როგოვი

როგოვის განმარტებით, რეგიონის რუსეთთან შეერთება უსაფრთხოების მომტანი იქნება. 

ზაპოროჟიეს ოლქი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ომის დროს მოექცა. 


close დახურვა