logo
ENG



დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

22 ნოე 202417:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/22/y076tfuwyjnyfe2.jpg

400-ლარიანი დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულები საბა მეფარიშვილი და ომარ ოკბელაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები ორივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

პროცესზე შეუძლოდ გახდა საბა მეფარიშვილის დედა და მას დახმარება დასჭირდა. რის გამოც სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა. 

ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის  ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. პროკურატურა მათ  400-ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავება.

19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


close დახურვა