logo
ENG



დროების ადამიანი

16 იან 202222:22
3 წუთის საკითხავი
 

kახეთის ცენტრალურ გზაზე გავლისას აუცილებლად შეამჩნევდით - უცნაურ დახლს - სხვადასხვა ნივთით და წარწერით - დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ეს 22 წლის ნიკა გოგოლაძის წამოწყებაა. მთელი დღე ასე - მეორად ნივთებს და ხელითნაკეთ სამკაულებს ყიდის - მოხალისე მეგობრებთან ერთად, შემოსული თანხით კი 70-ზე მეტი ოჯახის პრობლემებს აგვარებს. თვითონაც მძიმე ბავშვობა გამოიარა, 14 წლიდან ფიზიკურად შრომობს ოჯახის სარჩენად და სურს რომ ბავშვები, მის სოფელში, ლუკმა-პურსა და ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებზე არ ოცნებობდნენ.


close დახურვა