logo
ENG



დროშის დაკიდება - რატომ არაა პრიორიტეტი სახელმწიფო სიმბოლოები ხელისუფლებისთვის

31 მაი 202019:55
3 წუთის საკითხავი
 

წლევანდელ 26 მაისს ხელისუფლებისთვის სახელმწიფო დროშის ქუჩებზე და მოედნებზე გადმოფენა პრიორიტეტული არ აღმოჩნდა. ეს მაშინ, როდესაც თითოეულ მოქალაქეზე, ვიზუალური, ემოციური და სიმბოლური ელემენტი დიდ გავლენას ახდენს. დროშა, გერბი და ჰიმნი იდენტობის ერთგვარი კოდია. სულ რაღაც 30 წლის წინ იყო დრო, როდესაც საქართველო  მსოფლიო რუკაზე გადღაბნილ საბჭოთა  ნაგლეჯზე პერიფერიად იყო მონიშნული. საქართველოს ახლა მსოფლიო რუკაზე თავისი ადგილი აქვს. ის მონიშნულია სწორედ ხუთჯვრიანი დროშით. 30 წელია ვიბრძვით, რომ რუკაზე არა ტერიტორიად, არამედ სახელმწიფოდ ვიყოთ მონიშნულები. თუმცა ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სხვა პრიორიტეტები აქვს.

 


close დახურვა