logo
ENG



დუდა: ივნისში ევროკავშირმა უკრაინისთვის კარი უნდა გააღოს

22 მაი 202221:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/22/atjc4up2i4awxr3.jpg

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინას კარი უნდა გაუღოს.

როგორც დუდამ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ევროკავშირმა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ივნისში დაგეგმილ სამიტზე უნდა მიიღოს, რადგან ეს მნიშვნელოვანია.

"ევროკავშირს, მის ლიდერებს მოვუწოდებ: დღეს უკრაინას სჭირდება ჩვენი სიგნალი, გაღებული ევროპული კარები ამ სახელმწიფოსთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ. მინდა ყველას, სადაც რაიმე ეჭვები არსებობდა, მოვუწოდო, რომ დაფიქრდნენ. ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირისკენ ილტვიან, მკაფიო სიგნალი უნდა მიიღონ, რომ ევროკავშირის კარი ღიაა", - აღნიშნა დუდამ.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გამკაცრდეს.


close დახურვა