logo
ENG



დუდა: რუსეთმა უკრაინის აღდგენისთვის საფასური უნდა გადაიხადოს

22 მაი 202219:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/22/g7xdgdq9blhecf0.jpg

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქებისა და სოფლების აღდგენის საფასური უნდა გადაიხადოს, რადგან სწორად რუსეთის ჯარი ანადგურებს ქვეყანას.

როგორც დუდამ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პოლონეთს სურს უკრაინის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. მისივე თქმით, ამისთვის სპეციალური ფონდებია საჭირო.

"უახლოეს დღეებში ამის შესახებ მსოფლიო ლიდერებთან ვისაუბრებ, დავოსში დაგეგმილ სამიტზე. თუმცა გახსოვდეთ, რომ უკრაინა უნდა იყოს აღდგენილი პირველ რიგში აგრესორის თანხებით. ასეთია ისტორიული სამართლიანობის მოთხოვნები. რუსეთის სახსრებით უნდა მოხდეს", - თქვა დუდამ.

დუდას თქმით, აუცილებელია დასავლეთის ბანკებში რუსული სავალუტო რეზერვები გაიყინოს.

"ეს რუსეთმა დაანგრია უკრაინა და რუსეთმა უნდა გადაიხადოს", - აღნიშნა მან.


close დახურვა