logo
ENG



დუდას თქმით, უკრაინა პოლონეთისგან დამატებით 6 ავიაგამანადგურებელს მიიღებს

05 აპრ 202318:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/05/fb2b3bynjixnyl9.jpg

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, უკრაინა პოლონეთისგან დამატებით 6 ავიაგამანადგურებელს მიიღებს.

ამის შესახებ დუდამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დუდას თქმით, პოლონეთმა უკვე გადასცა უკრაინას 4 MiG-29, დამატებით კი 6 საბრძოლო თვითმფრინავსაც გაუგზავნიან.

უკრაინის პრეზიდენტს სამეფო სასახლესთან საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნები და მოეწყო სამხედრო მარშიც. ამის შემდეგ, სასახლეში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დაიწყო. დღეს დუდამ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი ჯილდო - თეთრი არწივის ორდენი გადასცა. საღამოს დუდა და ზელენსკი ვარშავის მთავარ მოედანზე უკრაინის მთავარ დევნილებს შეხვდებიან.

ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს ზელენსკის რიგით მესამე გასვლაა საზღვარგარეთ და პირველი დაანონსებული ვიზიტია. უკრაინის პრეზიდენტი დღეს პოლონეთში პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა.


close დახურვა