დუშეთში უხვ ნალექს მეწყერი მოჰყვა.
შედეგად დაზიანდა გზის რამდენიმე მონაკვეთი. სტიქიამ გაანადგურა სახნავ-სათესი მიწები და საცხოვრებელი სახლები.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფასანაურში. დაიტბორა რამდენიმე რესტორანი.
დაზარალდნენ სოფელ ზემო მლეთის მცხოვრებლებიც. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადგილობრივებს საკუთარი რესურსით უწევთ სტიქიასთან ბრძოლა. შიშის გამო მათ სახლების დატოვებაც მოუწიათ.
ამ დრომდე ჩაკეტილია ლარსის საზღვარი.