logo
ENG



დღეიდან ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იმოქმედებს

01 სექ 202112:43
3 წუთის საკითხავი
 
დღეიდან ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იმოქმედებს

დღეიდან ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ამოქმედდა. მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის გაკეთება მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე შეეძლებათ.

ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტალის ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრა ფაიზერისა და სინოვაკის ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც. დღეს, 12:00 საათიდან, იმუნიზაციის პროცესი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრ ვილმარტის, ე.წ. ხოფის ბაზრობის და ე.წ. ოცნების ქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.


close დახურვა