ღია სივრცეების შემდეგ, დღეიდან მუშაობას დახურული კაფე-ბარები და რესტორნებიც განაახლებენ. დახურულ კაფე-ბარებში ორმეტრიანი დისტანციის დაცვის მიზნით მაგიდების რაოდენობა შემცირდა.
სტუმრებს თერმოსკრინინგისა და დეზობარიარის გავლა მოუწევთ. კვების ობიექტებში მაგიდებთან ერთად, ჭურჭელიც სპეციუალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება. ასევე განისაზღვრება ერთ მაგიდაზე მჯდომ პირთა რაოდენობაც.
როგორც „ჩაის სახლის“ მენეჯერი გიორგი შენგელია აცხადებს, დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
„დღეიდან ჩვენი დახურული სივრცე მზადაა სტუმრების მისაღებად. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ რეგულაციას, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობს. ჩვენი თანამშრომლები იქნებიან ფარებით, ექნებათ ხელთათმანები. ასევე, შემოსასვლელში სტუმრებს ტემპერატურას გავუზომავთ და ხსნარით დავუმუშავებთ ხელებს. ბართან მომსახხურება არ მოხდება. გვექნება ერთჯერადი მენიუს, რომელიც მოხმარების შემდეგ განადგურდება“, - განაცხადა შენგელიამ.